суббота, 7 июля 2018 г.

მეორე დღე

რეფლექსია
გავეცანით სასწავლო პროექტის თემაზე პუბლიკაციების მომზადებას, ჩამოვტვირთეთ და დავათვალიერეთ ნიმუშები, ჩამოვტვირთე ისინი. შევქმენი ბუკლეტი დაგროვილი ცოდნის გამოყენებით.

პირველი დღე

რეფლექსია

გავეცანით ტრენერს და ერთმანეთს. გავეცანით ტრენინგმოდულებს, პროექტებით სწავლების მოდულებს. ვნახეთ ინტელის ელ. ვერსიები- ვიუერი.  ვნახეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი, საქაღალდეები.დავრეგისტრირდით ბლოგზე.უკვე დავინტერესდი პროექტების შესწავლით.

понедельник, 19 апреля 2010 г.


პროექტის თემა: ალკოჰოლის მავნებლობა



1.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები გაანალიზებენ იმ უარყობით მხარეებს, რაც დაკავშირებულია ალკოჰოლის სისტემატურ მოხმარებასთან, განსაკუთრებით მოზარდებში.


2.პროექტის სრული აღწერა :პროექტის კვლევა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. მასწავლებლის დახმარებით, მოიპოვებენ ინფორმაციებს ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების შესახებ. გაამახვილებენ ყურადღებას,თუ როგორ იწვევს თრობას, აზროვნებასა და საქცევაზე კონტროლის მოშლას.გაიაზრებენ იმ სავალალო შედეგებს რომელიც თან სდევს ალკოჰოლის მოხმარებას მოზარდებსა და ფეხმძიმე ქალებში. მოსწავლეები დააკვირდებიან: რომელი სოციალური ჯგუფი მოიხმარს დიდი ინტენსივობით ალკოჰოლს? მისი მოხმარება არის თუ არა ჩხუბის, ძალადობის,ავტოავარიების და ზოგადად დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი? უფრო ხშირად რომელი დაავადების გამომწვევი ხდება? როგორია მოზარდების დამოკიდებულება ალკოჰოლის მიღებაზე? რა საშუალება უნდა გამოინახოს ალკოჰოლის მავნებლობისგან თავის ასარიდებლად?


3.მოსწავლეთა ასაკი:14–15 წლის მე–9 კლასის მოსწავლეები.


4.პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე.


5.პროექტის შესაძლო აქტივობები: ფოტომასალის შეგროვება, ინტერვიუს წარმართვა, , მოძიებული მასალის გაცვლა მოსწავლეთა შორის. სახემძღვანელოს გამოყენება. ინტერნეტიდან მასალის მოძიება.


სკოლის ფსიქოლოგთან გასაუბრება.


6.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეთა შორის მოხდება აზრთა გაცვლა–გამოცვლა, მოძიებული მასალის შეჯამების, გაანალიზების შემდეგ ჩამოუყალიბდებათ უარყოფითი დამოკიდებულება ალკოჰოლის მოხმარების მიმართ.


7.სასარგებლო სხვებისთვის: მოსწავლეები გაითვალისწინებენ ოჯახის ექიმისა და


ფსიქოლოგის რჩევებს,მშობლები შეამჩნევენ, რომ მათ შვი–


ლებს უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ ალკოჰოლის


მოხმარების მიმართ.


8. სამუშაო ენა: ქართული.


9.სხვა მონაწილეები: ოჯახის ექიმი: მ.დავითელაშვილი,სკოლის ფსიქოლოგი:


ხ. კოჭლამაზაშვილი.


10.საგნებთან კავშირი: ბიოლოგია, სამოქალაქო განათლება,ისტ.


11.პროექტის ფასილიტატორი: ლია სუთიაშვილი.


12.პროექტის ავტორის ელ–ფოსტა: liasuti@gmail.com